Sunday, May 22, 2011

gamocda



v     მყნობა, ერთი მცენარის (სანამყენე) კალმის ან კვირტის გადანერგვაa მეორე მცენარეზე (საძირე). მყნობა ხეხილოვანი ჯიშების ვეგეტატიური გამრავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მას იყენებენ მრავალწლოვანი მცენარეების ჯიშური თვისებების შესანარჩუნებლად, გასაუმჯობესებლად. საძირისა და სანამყენის შერჩევა ხდება მათი მაღალი სამეურნეო თვისებების, ყინვა-გვალვა და მავნებლებ-დაავადებებისადმი გამძლეობის, აგრეთვე ადრე მსხმოიარობის მიზნით.
v    მყნობით მცენარეს აძლევენ სხვადასხვა ფორმას. ცნობილია მყნობის მრავალი წესი, რომელთაგანაც წარმოებაში იყენებენ 10-15-. ხეხილოვანი ჯიშების მყნობას ატარებენ კვირტით (ოკულირებით), კალმით, სალტით, შეხებით (აბლაქტირება). სპეციალური მიზნებისათვის იყენებენ აგრეთვე საძირის ქერქზე გაღივებული თესლით მყნობას და სხვა. ბალახოვანი მცენარეების მყნობა ხდება ნაყოფის ნაწილებით, გორგლებით, ბოლქვებით, ერთი თესლის ჩანასახის გადატანით მეორეზე. ზამთარში მყნობა ტარდება მცენარის ვეგეტატიური სვენების პერიოდში (შენობაში), გაზაფხულზემარტიდან ივნისამდე, ზაფხულშიივნის-სექტემბერში.
v    კვირტით მყნობა (ოკულირება) მყნობის ყველაზე გავრცელებულია წესიასაძირე კარგად იზრდება, სანამყენე მასალა ნაკლები იხარჯება. ჯვირტით მყნობა რამდენიმე ოპერაციისაგან შედგება: კვირტის ანათალის აღება; საძირეზე, ფესვის ყელთან, ნიადაგიდან 5—7 სმ სიმაღლეზე T ფორმის ჭრილის გაკეთება. კვირტის მოთავსება ჭრილში და შეხვევა (ხრალით და სხვა). ზოგი ჯიშის კვირტი ძნელად უხორცდება საძირეს. ასეთ შემთხვევაში იყენებენ 2 კვირტით მყნობას.
v    კალმით მყნობა ტარდებაკოპულირებით, გვერდითი ჭრილით, სოლით, გაპობით, ქერქქვეშა გადახიდვით და სხვა. მევენახეობაში უფრო კალმით მყნობას იყენებენ. მყნობის მექანიზაციისათვის საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შექმნილია ვაზის სამყნობი მანქანა.
v    სალტიო მყნობას იყენებენ კაკლის, წაბლის, თუთისა და სხვა ვეგეტატიური გამრავლებისათვის. საძირეს შემოაცლიან ქერქის სალტეს და შიგ ჩასვამენ იმავე ზომის სანამყენე ქერქს კვირტიანად.
v    შეხებით მყნობა ერთმანეთთან ახლომდგომ მცენარეთა ტოტების მიახლოება და შეზრდაა. მთლიანი შეზრდის შემდეგ სანამყენე ტოტს აცლიან დედა მცენარეს და ტოვებენ საძირეზე. შეხებით მყნობას იყენებენ მევენახეობაში, მეხილეობასა და დეკორატიულ მებაღეობაში.

mynoba

მყნობა, ერთი  კალმის ან კვირტის გადანერგვა მეორე მცენარეზე (საძირე). მყნობა ხეხილოვანი ჯიშების ვეგეტატიური გამრავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მას იყენებენ მრავალწლოვანი მცენარეების ჯიშური თვისებების შესანარჩუნებლად, გასაუმჯობესებლად. საძირისა და სანამყენის შერჩევა ხდება მათი მაღალი სამეურნეო თვისებების, ყინვა-გვალვა და მავნებლებ-დაავადებებისადმი გამძლეობის, აგრეთვე ადრე მსხმოიარობის მიზნით.
მყნობით მცენარეს აძლევენ სხვადასხვა ფორმას. ცნობილია მყნობის მრავალი წესი, რომელთაგანაც წარმოებაში იყენებენ 10-15-ს. ხეხილოვანი ჯიშების მყნობას ატარებენ კვირტით (ოკულირებით), კალმით, სალტით, შეხებით (აბლაქტირება). სპეციალური მიზნებისათვის იყენებენ აგრეთვე საძირის ქერქზე გაღივებული თესლით მყნობას და სხვა. ბალახოვანი მცენარეების მყნობა ხდება ნაყოფის ნაწილებით, გორგლებით, ბოლქვებით, ერთი თესლის ჩანასახის გადატანით მეორეზე. ზამთარში მყნობა ტარდება მცენარის ვეგეტატიური სვენების პერიოდში (შენობაში), გაზაფხულზე — მარტიდან ივნისამდე, ზაფხულში — ივნის-სექტემბერში.
კვირტით მყნობა (ოკულირება) მყნობის ყველაზე გავრცელებულია წესია — საძირე კარგად იზრდება, სანამყენე მასალა ნაკლები იხარჯება. ჯვირტით მყნობა რამდენიმე ოპერაციისაგან შედგება: კვირტის ანათალის აღება; საძირეზე, ფესვის ყელთან, ნიადაგიდან 5—7 სმ სიმაღლეზე T ფორმის ჭრილის გაკეთება. კვირტის მოთავსება ჭრილში და შეხვევა (ხრალით და სხვა). ზოგი ჯიშის კვირტი ძნელად უხორცდება საძირეს. ასეთ შემთხვევაში იყენებენ 2 კვირტით მყნობას.
კალმით მყნობა ტარდება — კოპულირებით, გვერდითი ჭრილით, სოლით, გაპობით, ქერქქვეშა გადახიდვით და სხვა. მევენახეობაში უფრო კალმით მყნობას იყენებენ. მყნობის მექანიზაციისათვის საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შექმნილია ვაზის სამყნობი მანქანა.
სალტიო მყნობას იყენებენ კაკლის, წაბლის, თუთისა და სხვა ვეგეტატიური გამრავლებისათვის. საძირეს შემოაცლიან ქერქის სალტეს და შიგ ჩასვამენ იმავე ზომის სანამყენე ქერქს კვირტიანად.
შეხებით მყნობა ერთმანეთთან ახლომდგომ მცენარეთა ტოტების მიახლოება და შეზრდაა. მთლიანი შეზრდის შემდეგ სანამყენე ტოტს აცლიან დედა მცენარეს და ტოვებენ საძირეზე. შეხებით მყნობას იყენებენ მევენახეობაში, მეხილეობასა და დეკორატიულ მებაღეობაში

Friday, May 6, 2011

http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90

ბავშვობა [რედაქტირება]

მამა გაბრიელი დაიბადა თბილისში თეთრიწყაროს 11 ნომერში, წმინდა ბარბარეს ეკლესიის მახლობლად, ოჯახში სადაც ქრისტეს ხსენება მკაცრად იყო აკრძალული. მამა, ვასილ ურგებაძე კომუნისტური პარტიის წევრი იყო, რომელიც მეუღლეს უკრძალავდა ქრისტიანულ ცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. ვასილ ურგებაძე, მამუკინის (ნავთლუღის) სოფლის საბჭოს თავმჯდომარე, და ამავე დროს შინსახკომის წარმომადგენელი იყო. 1931 წელს ვასილ ურგებაძე შეთქმულებმა ჯერ ყელსახვევით გაგუდეს, შემდეგ კი ტყვია ესროლეს. მამის გარდაცვალების შემდეგ მამა გაბრიელს მოფერებით, ვასიკოს ეძახდნენ. ერთხელ, მცირეწლოვანი ვასიკო მოულოდნელად ავად გახდა, მისი გადარჩენის იმედი არავის არ ქონდა, მაგრამ, მოულოდნელად ბავშვი გამოჯანმრთელებულა და თამაში დაუწყია.

სიყმაწვილე და გზა ტაძრისკენ [რედაქტირება]

სინჯარა, რომელშიც გადმოცემით მამა გაბრიელის უხრწნელი სისხლია შენახული.[საჭიროებს წყაროს მითითებას]
მამა გაბრიელმა დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლის ექვსი კლასი. 1949 წელს გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. იგი მსახურობდა ბათუმში. მიუხედავად არმიაში არსებული სიმკაცრისა, გაბრიელი ახერხებდა ოთხშაბათს და პარასკევს მარხვას და ასევე ეკლესიაში სიარულს, სწორედ აქ შეისწავლა მან ხუცური დამწერლობა. 1951-55 წლებში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნების შემდეგ, უფლის სადიდებლად, თავის ეზოში ააგო ოთხგუმბათიანი ეკლესია, სადაც კომუნისტების მიერ ჩამორთმეული, გადაყრილი, თუ მიტოვებული ხატები დააბრძანა. ხელისუფლება რამდენჯერმე ცდილობდა დაენგრია ეკლესია, მაგრამ უშედეგოდ (ეკლესია დღესაც დგას თეთრიწყაროს ქუჩაზე). 1954 წელს მამა გაბრიელმა თხოვნით მიმართა ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსს მეუფე გაბრიელს დიაკვნად კურთხევასთან დაკავშირებით. 1955 წელს პეტრე-პავლეს ეკლესიაში, რომელიც ქუთაისში მდებარეობს მოხდა მამა გაბრიელის დიაკვნად კურთხევა, ხოლო 1955 წლის 23 თებერვალს მოწამეთას მონასტერში. ქუთათელ-გაენათელმა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ის ბერად აღკვეცა და მისივე თხოვნით წმინდა გაბრიელ ათონელის სახელი უწოდა. ამავე წლის 27 თებერვალს მამა გაბრიელი მღვდელ-მონაზვნად იკურთხა. 1956 წელს მღვდელ-მონაზონი გაბრიელი ავადმყოფობის გამო ითხოვს საეკლესიო სამსახურიდან დათხოვნას, მის თხოვნას წინ უსწრებს დოკუმენტი იმის შესახებ, რომ იგი უკვე დათხოვნილია, ამავე წლის მაისში იგი ინიშნება წმინდა ნინოს ეკლესიაში მთავარ დიაკვნად. სიცოცხლის ბოლო წლებში მამა გაბრიელი მოღვაწეობდა მცხეთაში, სამთავროს დედათა მონასტერში.

ბერის გაბედული ნაბიჯები კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ [რედაქტირება]

მამა გაბრიელი იყო პირველი, ვინც კომუნისტების დროს ბერად აღიკვეცა და ააშენა ეკლესია.[საჭიროებს წყაროს მითითებას] 1965 წელს 1 მაისს კომუნისტური აღლუმის დროს დაწვა ლენინის 12 მეტრიანი პორტრეტი. დაკითხვაზე მამა გაბრიელმა განაცხადა: ”იქ უნდა ეკიდოს ქრისტეს ჯვარცმა, და არა ლენინის სურათი. კაცს რად უნდა დიდება. უნდა ეწეროს: დიდება ქრისტე ღმერთს”[საჭიროებს წყაროს მითითებას]. კრემლიდან გაიცა ბრძანება ბერის გაუსამართლებლად დახვრეტის შესახებ, რაც შემდეგ შეიცვალა უზენაესი სასამართლოს 1965 წ. 3 აგვისტოს განჩინებით.[საჭიროებს წყაროს მითითებას] მამა გაბრიელი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას უკიდურესად არაჰუმანურად ეპყრობოდნენ.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

ბოლო წლები და ბერის ანდერძი [რედაქტირება]

მამა გაბრიელის საფლავი
კოშკი რომელშიც მამა გაბრიელმა ბოლო წლები გაატარა
მამა გაბრიელი ბოლო წლებში ცხოვრობდა მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა. 1995 წ. 2 ნოემბერს არქიმანდრიტი გაბრიელი გარდაიცვალა. იგი ანდერძისამებრ დაკრძალულია ბერ-მონაზვნური წესით, ჭილოფში გახვეული, მცხეთის დედათა მონასტრის სასაფლაოზე. არქიმანდრიტი გაბრიელის სისხლი, რომელიც ექიმმა-ქირურგმა ზურაბ ვარაზაშვილმა აიღო ანალიზის ჩასატარებლად - დღემდე უხრწნელია[1]. მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუქრობელი კანდელიდან აღებული ზეთი სასწაულებრივი კურნების თვისებით არის ცნობილი, როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ. ეს ფენომენი მეცნიერულად, დღემდე შეუსწავლელია[2].
მამა გაბრიელმა იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალების თარიღი, ასევე არსებობს გადმოცემა იმის შესახებ, რომ გაბრიელის საფლავზე დაშვებული წმინდა სვეტი მას წმინდანად შერაცხავს.[საჭიროებს წყაროს მითითებას]

ციტატები [რედაქტირება]

  • ღმერთი არ იძლევა დიდი ნიჭს დიდი განსაცდელის გარეშე. ღმერთი ყველა იმ ზომით მოგვივლენს განსაცდელს, რისი ატანაც შეგვიძლია, შესაბამისად გვეძლევა ღვთის მადლიც.
  • ნათლული რომ წარწყმდეს და ჯოჯოხეთში მოხვდეს, ნათლიასაც მოეკითხება თუ როგორ და რამდენად იზრუნა მან თავისი ნათლულის სულის გადარჩენისათვის.
  • მღვდელმა ზიარებისთვის პირველად მოსული მიუხედავად მისი ცოდვების სიმძიმისა აუცილებლად უნდა აზიაროს.
  • ნუ მოგერიდებათ რომ ყოველთვის და ყველაფერს ჯვარი გარდასახოთ. ჯვარშია მთელი ძალა.
  • საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ქართველ ერს მიცემული აქვს სიყვარულის ტალანტი და თუ არ გამოიყენა ეს ძალა, როგორც იონა წინასწარმეტყველი გადაყლაპა ვეშაპმა, ისე მოუვა მას. თქვენი ტალანტი რწმენაა, ამრავლეთ და უთხარით სხვებსაც.
  • ყველა უნდა გიყვარდეს, მაგრამ თუ ვერ შეძელი ყველას სიყვარული, კეთილი მაინც ყველასთვის უნდა გინდოდეს.
  • ბოლო ჟამია, თქვენ ანტიქრისტეს მოესწრებით, იგი კარზე კი არ აკაკუნებს, არამედ შემოგლეჯას ლამობს. ცალ-ცალკე ნუ ივლით, ერთად იარეთ, რომ ბოროტებამ არ გადაგჩეხოთ, ლოცვა მთებს ძრავს.
  • პროდუქტებზე რომ აწერენ ანტიქრისტეს რიცხვს, ვერაფერს დაგიშავებთ. ეს არ არის ბეჭედი. უნდა თქვათ მამაო ჩვენო, ჯვარი გარდასახოთ, ასხუროთ ნაკურთხი წყალი და ასეთი საჭმელი განიწმინდება.
  • ყოველი ცოდვა მტრობაა უფლისა. ვის ემტერები, იცი რას გიზამს!?
  • გულით სინანული მეტია ცრემლით სინანულზე.
  • ანტიქრისტე უკვე დაბადებულია და მისი ბეჭედი არა მარტო უხილავად, ხილულადაც იქნება დასმული ადამიანის ხელსა და შუბლზე.
  • ივერიის ღვთისმშობლის ხატი რომ დააპირებს ათონის მთის დატოვებას, ზარების რეკვა ატყდება, ეკლესიები ხილული სახით მოიხრებიან გაცილების მიზნით. ყველაფერი იქნება ტელევიზიით. ეს არის ღვთის წყალობა, რათა მსოფლიომ ნახოს და გადასარჩენი სულები აქ ჩამოვიდნენ, საქართველოში.
  • წმინდა წინასწარმეტყველების ენუქისა და ელიას ბრძოლას ანტიქრისტესთან - ტელევიზიით გადასცემენ.
  • ბოლო ჟამს ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული ღმერთს განახებს.

ლიტერატურა [რედაქტირება]

  • ოთარ ნიკოლაიშვილი : ქრისტეს აღმსარებელი თანამედროვე საქართველოში 2003 წელი,
  • ჟურნალი ”მართლმადიდებლური სიტყვა”, ა.შ.შ. 1992 წ.
  • მამა გაბრიელის ნაუბარი. 2005 წელი © ოთარ ნიკოლაიშვილი.
  • ღვთაებრივი სასწაულები და კურნებები (მადლიერი ერისაგან), I,II და III ნაწილი. © ოთარ ნიკოლაიშვილი. 2005 წ.
  • ბერის დიადემა, თბილისი, 2006 წ.

სქოლიო [რედაქტირება]

ბმულები [რედაქტირება]

sasw

saswauli

ristvis mimatove adamiano?

saswaulebi