Sunday, May 22, 2011

gamocda



v     მყნობა, ერთი მცენარის (სანამყენე) კალმის ან კვირტის გადანერგვაa მეორე მცენარეზე (საძირე). მყნობა ხეხილოვანი ჯიშების ვეგეტატიური გამრავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მას იყენებენ მრავალწლოვანი მცენარეების ჯიშური თვისებების შესანარჩუნებლად, გასაუმჯობესებლად. საძირისა და სანამყენის შერჩევა ხდება მათი მაღალი სამეურნეო თვისებების, ყინვა-გვალვა და მავნებლებ-დაავადებებისადმი გამძლეობის, აგრეთვე ადრე მსხმოიარობის მიზნით.
v    მყნობით მცენარეს აძლევენ სხვადასხვა ფორმას. ცნობილია მყნობის მრავალი წესი, რომელთაგანაც წარმოებაში იყენებენ 10-15-. ხეხილოვანი ჯიშების მყნობას ატარებენ კვირტით (ოკულირებით), კალმით, სალტით, შეხებით (აბლაქტირება). სპეციალური მიზნებისათვის იყენებენ აგრეთვე საძირის ქერქზე გაღივებული თესლით მყნობას და სხვა. ბალახოვანი მცენარეების მყნობა ხდება ნაყოფის ნაწილებით, გორგლებით, ბოლქვებით, ერთი თესლის ჩანასახის გადატანით მეორეზე. ზამთარში მყნობა ტარდება მცენარის ვეგეტატიური სვენების პერიოდში (შენობაში), გაზაფხულზემარტიდან ივნისამდე, ზაფხულშიივნის-სექტემბერში.
v    კვირტით მყნობა (ოკულირება) მყნობის ყველაზე გავრცელებულია წესიასაძირე კარგად იზრდება, სანამყენე მასალა ნაკლები იხარჯება. ჯვირტით მყნობა რამდენიმე ოპერაციისაგან შედგება: კვირტის ანათალის აღება; საძირეზე, ფესვის ყელთან, ნიადაგიდან 5—7 სმ სიმაღლეზე T ფორმის ჭრილის გაკეთება. კვირტის მოთავსება ჭრილში და შეხვევა (ხრალით და სხვა). ზოგი ჯიშის კვირტი ძნელად უხორცდება საძირეს. ასეთ შემთხვევაში იყენებენ 2 კვირტით მყნობას.
v    კალმით მყნობა ტარდებაკოპულირებით, გვერდითი ჭრილით, სოლით, გაპობით, ქერქქვეშა გადახიდვით და სხვა. მევენახეობაში უფრო კალმით მყნობას იყენებენ. მყნობის მექანიზაციისათვის საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში შექმნილია ვაზის სამყნობი მანქანა.
v    სალტიო მყნობას იყენებენ კაკლის, წაბლის, თუთისა და სხვა ვეგეტატიური გამრავლებისათვის. საძირეს შემოაცლიან ქერქის სალტეს და შიგ ჩასვამენ იმავე ზომის სანამყენე ქერქს კვირტიანად.
v    შეხებით მყნობა ერთმანეთთან ახლომდგომ მცენარეთა ტოტების მიახლოება და შეზრდაა. მთლიანი შეზრდის შემდეგ სანამყენე ტოტს აცლიან დედა მცენარეს და ტოვებენ საძირეზე. შეხებით მყნობას იყენებენ მევენახეობაში, მეხილეობასა და დეკორატიულ მებაღეობაში.

No comments:

Post a Comment